საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმისვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

პუბლიკა

2023 წლის 27 ოქტომბერს, ნიუ იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“.

დომინიკის თანამეგობრობის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა გაეროსთან დომინიკის თანამეგობრობის მუდმივმა წარმომადგენლმა – ფილბერტ აარონმა.

დოკუმენტი ძალაში შევა ორივე მხარის მიერ შიდაპროცედურების დასრულებიდან ერთ თვეში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურისტული, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და განაპირობებს ორივე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას შესაბამის რეგიონებში.