საქართველოსა და უკრაინისთვის ვემხრობით სამხედრო ნეიტრალიტეტის მიდგომას - პრორუსული პარტიები პუტინს

პუბლიკა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, „ქართულმა მარშმა“, „მემარცხენე ალიანსმა“ და სხვა პრორუსულად განწყობილმა ორგანიზაციებმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს წერილი მისწერეს. წერილის შინაარსს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ავრცელებს.

წერილის ავტორები ვლადიმერ პუტინის მიმართავენ შემდეგი სიტყვებით – „თქვენო აღმატებულებავ“, მადლობას უხდიან წინა წერილზე პასუხისთვის და გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ საერთაშორისო უსაფრთხოებას მუდმივად ექმნება პრობლემები, მათ შორის, ბოლოს უკრაინის მაგალითით.

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ ისინი მხარს უჭერენ კრემლის მოთხოვნებს, ისეთი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე და მხარეთა ინტერესებს გაითვალისწინებს.

„ხოლო ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველო და უკრაინაა, ჩვენი შეხედულებით, ფუნდამენტური მიდგომა უნდა იყოს სამხედრო ნეიტრალიტეტი.

ჩვენ სამწუხაროდ უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველო არაა თავისუფალი ქვეყანა, იმ საჯარო განცხადებებზე დაყრდნობით, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ – რომ „აშშ-ის პოზიცია საქართველოს ხელისუფლებისთვის საშინაო დავალებაა“.

ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რეგულარულად უთმობენ NATO-ს ქვეყნის ტერიტორიას წვრთნებს ჩასატარებლად, რაც სხვა არაფარია, თუ არა რუსეთის პირდაპირი გამოწვევა“, – ნათქვამია პრორუსულად განწყობილი ორგანიზაციების წერილში.

წერილის ავტორები ამტკიცებენ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეთა 75.8% რუსეთთან დიალოგის მომხრეა, 69.4% კი სამხედრო ნეიტრალიტეტს ემხრობა.

„ვინაიდან ვაცნობიერებთ, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე ვერ გაუმკლავდება ვერც რეგიონულ და მით უმეტეს, ვერც გლობალურ გამოწვევებს, ჩვენ ვესწრაფვით რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობას.

გვსურს შევხვდეთ სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელობასა და ფედერაციის საბჭოს, რათა შევიტანოთ მცირე, მაგრამ განხორციელებადი წვლილი რეგიონული უსაფრთხოების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც 53 ორგანიზაცია აწერს ხელს:

1. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია

2. ქრისტიან-დემოკრატები, გრიგოლ ჯოჯუა

3. მემარცხენე ალიანსი, იოსებ შატბერაშვილი

4. ქართული მარში, ალექსანდრე ბრეგაძე

5. დემოკრატთა ალიანსი, სალომე მოსიძე

6. ეროვნული ერთიანობის პარტია, გიორგი ჭინჭარაული

7. მონარქისტული პარტია, ირაკლი კობრავა

8. ავთანდილ ველტაურის სოციალ-დემოკრატიული პარტია

9. ნეიტრალური საქართველო, ვალერი კვარაცხელია

10. პოლიტიკური მოძრაობა „დემოკრატიული ცენტრი”, მიხეილ გიორგობიანი

11. პოლიტიკური მოძრაობა „მეფის გვირგვინი” ვაჟა აბაშიძე

12. პოლიტიკური მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის, მამუკა ტუსკაძე

13. ქართველ ემიგრანტთა გლობალური ალიანსი, ნანა გოგალაძე

14. პროტესტი საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, გიორგი გვასალია

15. პოლიტიკური მოძრაობა „არჩევნებისთვის” ნანა დევდარიანი

16. სხვადასხვა მოწვევის პარლამენტართა ასოციაცია, თამაზ დაუშვილი

17. საქართველოს ერთობა, მირიან რთველიაშვილი

18. სამართლიანობის მოძრაობა, კარენ ტოპალიანი

19. პოლიტიკური კვლევების საზოგადოება, ირაკლი ჩიხრაძე

20. დაცული და ინფორმირებული საზოგადოება, გიორგი ონიანი

21. გენერლები საქართველოსთვის, გურამ ნიკოლაიშვილი

22. ვეტერანთა ლეგიონი, მალხაზ თოფურია

23. მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის “დიდგორი”, დავით ოქროპირიძე

24. საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია, ირაკლი შიხიაშვილი

25. იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქალაქო ორგანიზაცია, ნაურ ჯიქია

26. ლტოლვილთა მოძრაობა მშვიდობიანი მომავლისათვის, ზაირ ჩარკვიანი

27. ძმები მუსლიმები და ქრისტიანები საქართველოსთვის, არჩილ ლეკიშვილი

28. ტოლერანტული საქართველო, ნინო კვარაცხელია

29. ეროვნულ უმცირესობათა მოძრაობა, ურუზმაგ კარკუსოვი

30. საქართველოს უკრაინელები მშვიდობისთვის, ტატიანა მარტინენკო

31. საქართველოში მცხოვრებ ოსთა საერთაშორისო ასოციაცია, ოლგა ტიგიევა

32. საქართველოს ქურთული კულტურის ცენტრი, კახაბერ კალაშოვი

33. ახალგაზრდა პატრიოტები, დავით აბაშიძე

34. ახალგაზრდა ლიდერთა ერთობა, ანა სახვაძე

35. ახალი თაობა პოლიტიკაში ირაკლი ცხადიაშვილი

36. მოძრაობა “დიპლომატები მშვიდობისთვის”, ოთარ ჭითანავა

37. ნინო ანდრონიკაშვილის სახალხო დიპლომატია

38. იუსტიციის ჟურნალისტები, გიორგი კასრაძე

39. ტელერადიო კომპანია „ობიექტივი”, ირაკლი ცილიკიშვილი

40. აკაკი კარტოსია პროფესორთა ლიგა

41. მოზარდთა განვითარების ასოციაცია „ბჟალარა”, იზოლდა ხასია

42. მაღალმთიანეთის განვითარების გაერთიანება, მარინა მოლოდინი

43. ხვიჩა წკეპლაძის ანტიმონოპოლიური გაერთიანება

44. ექიმთა და ფსიქოლოგთა კავშირი, ჯუმბერ ბოლღაშვილი

45. აპოლიტიკური ექიმები, ლიანა დოლბაია

46. ​​მწერალთა და პოეტთა კავშირი „დიაოჰი”, ერეკლე საღლიანი

47. ვაჟა ოთარაშვილის ისტორიული კვლევის ცენტრი

48. მხატვართა და მოქანდაკეთა კავშირი, ბუდუ სირბილაძე

49. შემოქმედებითი ინტელიგენციის უფლებათა დაცვის კავშირი, ოთარ მაღრაძე

50. ქართული კულტურის ცენტრი, ნათია გამრეკლიძე

51. სპორტსმენთა ლიგა, მამუკა აფციაური

52. საქართველოს პარაკარატეს ეროვნული ფედერაცია, გიორგი კაკაბაძე

53. კიოკუშინ კარატეს ფედერაცია, გოჩა კაკაბაძე