საქართველოსგან საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება - კლემან ბონი

პუბლიკა

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის, კლემან ბონის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე შედგება კონსესუსი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდასაჭერად. თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატის სტატუსი გამოვყოთ წევრობისგან. ბონის თქმით, ის ფიქრობს, რომ საჭიროა ევროკავშირი იყოს სწრაფი, მაგრამ მომთხოვნი.

„საქართველომ გამოამჟღავნა მკაფიო სურვილი ევროპული ინტეგრაციის მიმართ, თუმცა ვფიქრობ, საჭიროა არაერთი მოქმედება, რაც საჭიროა კეთილი ნების გამოსახატად, მათ შორის, როგორიცაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა ბონიმ.

23-24 ივნისს ევროპული საბჭოს შეხვედრები გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები გადაწყვეტენ, მისცენ თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს.