საქართველოში 3.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, დღეს, 7 ივნისს საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები თბილისის დროით 10:24 საათზე, თიანეთთან დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.

თიანეთში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ, 6 ივნისსაც მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბიძგები ქალაქ თიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით სოფელ უკანაფშავში დაფიქსირდა.