მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვეაა, აქედან 3 გამოჯანმრთელებულია.
დღეს ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტირმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ 2 პაციენტის განმეორებითი ტესტი უარყოფითი იყო.
„1 უკვე გაეწერა ცენტრიდან, მეორე დღეს გაეწერება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 გამოჯანმრთელებული გვყავს, -” განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 2956 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 291 ადამიანი.