საქართველოში 3498 აქტიური შემთხვევაა, მათგან 25 კრიტიკულად ითვლება - ენდელაძე

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ კორონავირუსის 298 ახალ შემთხვევაზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

• აჭარა –  175;
• იმერეთი – 38;
• თბილისი – 32;
• გურია – 16;
• სამეგრელო-ზემო სვანეთი – 14;
• სამცხე-ჯავახეთი – 11;
• ქვემო ქართლში – 7;
• კახეთში – 4.

მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში ამჟამად 3498 აქტიური შემთხვევა, რომელთაგანაც კრიტიკულად 25 პაციენტი ითვლება. მისივე თქმით, კრიტიკული პაციენტებიდან 22 მართვით სუნთქვაზეა.


დღეს საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა და გამოვლინდა კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 5552 შეადგინა.