საქართველოში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 1 მარტს, 14:52 საათზე დაფიქსირდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.2 მაგნიტუდას შეადგენდა, ბიძგები კი 13 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან ახლოს, სოფელ მამიშლარიდან 7 კილომეტრის დაშორებით იყო.