საქართველოში 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

საქართველოში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრა თბილისის დროით 21:04 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.