საქართველოში 4.7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

საქართველოში რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 16:25 საათზე, ვანთან, მოხდა.

მიწისძვრის სიდიდე, პირველადი მონაცემებით, 4.7 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა და ეპიცენტრი სოფელ სულორთან იყო.