საქართველოში ახალი iPhone 13-ის ოფიციალური გაყიდვები დაიწყო

რეკლამა

დღეიდან საქართველოში iPhone 13-ის ოფიციალური გაყიდვები იწყება. Apple-ის პრეზენტაციიდან ზუსტად ერთ თვეში, უახლესი ხაზის შეძენა საქართველოში არსებულ Apple-ის ავტორიზებულ მაღაზიებში შეგეძლებათ. 

Apple-ის უახლესმა სმარტფონმა, თავისი ინოვაციური და უსაზღვრო შესაძლებლობებით მსოფლიო აალაპარაკა და iPhone-ის  მოყვარულთა ყველაზე სასურველ მოდელად იქცა.  მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ თუ რა ფუნქციები და შესაძლებლობები დაემატა iPhone 13-ს:

ყველაზე ძლიერი მსოფლიოში

iPhone 13-ის ხაზი iPhone-ს ისტორიაში სრულიად ინოვაციურია –  რევოლუციური ორმაგი კამერა, სუპერ გამძლე ეკრანი, ულტრა სწრაფი A15 ჩიპი და წარმოუდგენლად მძლავრი ბატარეა. 

გარღვევა ფოტოგადაღებაში – შექმნილი უფრო რეალისტური ფოტოების გადასაღებად

–  iPhone 13-სთვის შეიქმნა გაუმჯობესებული, ორმაგი კამერის სისტემა ლინზების ახალი, დიაგონალური განლაგებით. ახალი ფართო კუთხის კამერა იღებს 47 პროცენტით მეტ შუქს  და ამცირებს ხმას, ამიტომ გამოსახულებები განსაკუთრებით კაშკაშა და ნათელია. მას გააჩნია უნიკალური Sensor-shift OIS ტექნოლოგია, რომელიც აქამდე მხოლოდ iPhone 12 Pro Max-ში იყო ხელმისაწვდომი. Sensor-shift OIS-ი ახდენს სურათების სტაბილიზაციას, რაც მათ კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის. 

ეს ყველაფერი არაა – სპეციალურად შექმნილი ულტრა ფართო კუთხის კამერა, ახალი სენსორის მეშვეობით ახერხებს ფოტოს და ვიდეოს უფრო დეტალურად გადაღებას ბნელ ადგილებში. Smart HDR 4-ი უზრუნველყოფს გაძლიერებულ ფერებს, კონტრასტს და განათებას.

ვიდეო, რომელიც ფილმს ჰგავს – თქვენ უკვე ფილმების გადაღება შეგიძლიათ!

– iPhone 13-ი წარმოგიდგენთ ახალ რეჟიმს „კინოეფექტი“ Dolby Vision HDR-ით, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც მთავარ, ასევე ფრონტალურ კამერაზე.  კამერას ვიდეოების გადაღება ლამაზი ეფექტებით და ფოკუსის შეცვლის ავტომატური ფუნქციით შეუძლია. ასე რომ, ახლა უკვე ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა გადაიღოს ისეთი ხარისხის ვიდეო, რომელიც ფილმს ჰგავს.  

ლამაზი და გამძლე დიზაინი 

6.1 დიუმიანი ეკრანი აღჭურვილია iPhone-ისთვის შექმნილი ექსკლუზიური კერამიკული მასალით, რომელიც უფრო მყარია, ვიდრე ნებისმიერი სმარტფონის მინა. ხოლო ალუმინის დახვეწილი ჩარჩო iPhone 13-ს უფრო მეტად ელეგანტურს ხდის და აქვს სფეროში საუკეთესო IP68  3 წყალგაუმტარი ნიშანი.

მოწინავე OLED Super Retina XDR დისპლეი, უზრუნველყოფს კონტრასტულობის კოეფიციენტს და შავი შეფერილობის სიზუსტით აღბეჭდვას. Super Retina XDR OLED ეკრანი, დღისით 28 პროცენტით უფრო ნათელი და ამავდროულად უფრო ენერგოეფექტურია.

უსწრაფესი შესრულება

A15 Bionic პროცესორი, სხვა სმარტფონებზე 50 პროცენტით უფრო სწრაფია, რაც iPhone 13-ს უკეთეს შესრულებას და ენერგიის უკეთეს ეფექტურობას ანიჭებს. ახალი გრაფიკული პროცესორი 30 პროცენტით უფრო სწრაფია და იძლევა უფრო რეალისტურ ვიზუალს და განათების ეფექტებს  გრაფიკული თამაშებისთვის. 

ბატარეის მუშაობის გაზრდილი ხანგრძლივობა

A15 Bionic-ი ჩიპის წყალობით, iPhone 13-ის ბატარეის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა. უფრო ძლიერი ბატარეა და ენერგიის ოპტიმიზაცია, უზრუნველყოფს მუშაობის წარმოუდგენელ ხანგრძლივობას – დღეში ორნახევარი საათით მეტი ვიდრე iPhone 12-ში. 

iPhone 13 ხელმისაწვდომია ხუთ ულამაზეს ფერში: ვარდისფერი, ლურჯი, “ბნელი ღამე“, „კაშკაშა ვარსკვლავი“ და (PRODUCT) RED. მეხსიერების მოცულობა – 64, 128 და 256 GB.

 iPhone 13- და iPhone 13 mini– აქვს მეხსიერების მოცულობის 3 ვარიანტი – 128 GB, 256 GB 512 GB, ხოლო iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max-ი იქნება პირველი iPhone-ი 1 TB-ი მეხსიერებით.

გთავაზობთ iPhone 13-ის ოფიციალური რესელერების ბმულებს, საიდანაც სმარტფონის შეძენა შეგიძლიათ:

iSpace, Alta, ElitElectronics, iTechnics, iStore, Silknet.