საქართველოში, ბოლო 24 სააათში, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით გაიზარდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, covid-19-ისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 8 ადამიანი.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 893;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 739;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14;
  • კარანტინის რეჟიმში – 2 710;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.