დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან რეკორდულად ბევრი – 2197 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა. განახლებული მონაცემებით, დაინფიცირდა 1731 ადამიანი და გარდაიცვალა 15 პაციენტი.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 33858;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 14829;
- მათ შორის გარდაცვლილი – 253;
- კარანტინის რეჟიმში – 3507;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4022;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2344;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.