საქართველოში Covid-19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ის ათი ადამიანით გაიზარდა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 723;
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 495;
  • გარდა9ცვალა – 12;
  • კარანტინის რეჟიმში – 3614;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.