საქართველოში Covid-19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 ადამიანი.

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში საქართველოში  კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 კი გამოჯანმრთელდა. სულ ინფიცირებულია 728 ადამიანი.

„ხუთი ახალი შემთხვევა დაგვემატა, 14 კი გამოჯანმრთელდა.  5 ახალი შემთხვევიდან 3 არის უკვე არსებული დაავადებულების კონტაქტი, 2 არის საკარანტინო სივრციდან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.