დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 37-ე პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები რამდენიმე წუთის წინ StopCov.ge-ზე განახლდა. 30 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი 69 წლის მამაკაცი იყო. ენდელაძის ინფორმაციიით, პაციენტი ქუთაისში კლინიკა „ბომონდში“ გადიოდა მკურნალობას. მარინა ენდელაძის ცნობით, მამაკაცს, კორონავირუსთან ერთად, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია სასუნთქი სისტემის დაავადების ფონზე და მოციმციმე არითმია.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 6192;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 2324;
- მათ შორის გარდაცვლილი – 37;
- კარანტინის რეჟიმში – 5445;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1000;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.