საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ გამოჯანმრთელებულია 139 პირი, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 456-ია. მონაცემები stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 456;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 139;
  • გარდაცვლილი – 5;
  • კარანტინის რეჟიმში – 5206;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.