დღეს, 26 მაისს საქართველოს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა აღინიშნება რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონიძიებაა დაგეგმილი.
ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე დაიწყება, რის ფარგლებშიც, 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ, 20:30 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება.
ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა 5 რეგიონშია დაგეგმილი.
წლევანდელ ღონისძიებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ამერიკის ელჩი მიიღებენ მონაწილეობას.
26 მაისის აღნიშვნის ისტორიაში პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის წევრებს უკრაინის მხარდაჭერისა და ვიზიტისას გამოვლენილი სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პოლონეთის, საბერძნეთის, ლატვიის, ბულგარეთისა და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს დამმოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.