საქართველოში დღეს და ხვალ მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე კი – 4-5-ბალიანი შტორმი

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 იანვარს და 1 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან – ძლიერი ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი.

დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.