საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოში სხვა ტიპის ვირუსების ცირკულაციაზე შეკითხვას პაატა იმნაძემ უპასუხა, რომ ვირუსების გავრცელებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუდმივ მეთვალყუროებას უწევს. მეთვალყურეობას ცენტრი ე.წ. საყრდენი ლაბორატორიების მეშვეობით ახორციელებს.
„გუშინდელი მონაცემებით, გაციებით მიმდინარე და მწვავე რესპირატორული დაავადებების 90% დღეს საქართველოში კოვიდია. მონიტორინგის დროს გამოჩნდა თითო-ოროლა ძველი კორონავირუსი. ასევე, გაციების გამომწვევი სხვა ვირუსები. არის ცოტა რინოვირუსი, სურდოს რომ იწვევს, ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. დღეს, ფაქტობრივად, ყველა გაციება კოვიდია“. – განაცხადა პაატა იმნაძემ.