საქართველოში დღის განმავლობაში მე-9 მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მათივე ინფორმაციით, ეპიცენტრი ჯავახეთში, სოფელ სამებასთან იყო.

„დღეს, თბილისის დროით 23:03 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.9 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა“, – წერია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა დღეს რამდენჯერმე გაავრცელა ინფორმაცია მიწისძვრის შესახებ. ბოლო ინფორმაციის მიხედვით, ეს მე-9 მიწისძვრაა ერთი დღის განმავლობაში.