საქართველოში, ე.წ. ინდური შტამის შესაძლო შემთხვევების შესწავლა მიმდინარეობს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის, ე.წ. ინდური შტამის შესაძლო შემთხვევების შესწავლა მიმდინარეობს. საბოლოო პასუხი ჯერ ცნობილი არ არის.

„შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. გიდასტურებთ, რომ შესწავლა მიმდინარეობს. ყველგან არის შესაძლებელი, საქართველო გამონაკლისი არ არის. მოგეხსენებათ, ევროპაში გამოჩნდა ინდური შტამი, ისევე როგორც ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული. პროგნოზი არის, რომ ინდურმა შტამმა ევროპაში თანდათან ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს“, – აცხადებს გამყრელიძე „რუსთავი 2-თან “საუბრისას.