საქართველოში ელჩს აუცილებლად დავაბრუნებთ, როგორც კი ვიგრძნობთ ხელისუფლების მხარდაჭერას - ზელენსკი

პუბლიკა

„ჩვენ ელჩს მეგობრულ საქართველოში აუცილებლად დავაბრუნებთ, როგორც კი ვიგრძნობთ თქვენი მთავრობის ლიდერების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მას არ ესმის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და ამას მტკივნეულად იღებს.

ამავე ინტერვიუში ზელენსკი ინდივიდუალური სანქციების შესახებ საქართველოს ხელისუფლების პოზიციის შესახებაც საუბრობს:

„მოვისმინე გზავნილები, რომ მათ ქვეყნის ეკონომიკა უნდა დაიცვან. რა ეკონომიკა? საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უკვე წაართვეს. მათ [რუსებმა] თითქმის თბილისამდე მიაღწიეს. რომელი ეკონომიკა? მე მგონია, რომ ეს ამად არ ღირს“, – განაცხადა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, აქციებს და ჰუმანიტარულ დახმარებას გასუვა ხაზი.