საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას პაველ ჰერჩინსკი უხელმძღვანელებს. მან თანამდებობაზე კარლ ჰარცელი ჩაანაცვლა. ელჩის მიმართვას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს:
„გამარჯობა საქართველო!
ძვირფასო მეგობრებო!
საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობა არის. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა. ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის. ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა”, – წერს ელჩი მიმართვაში.