საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2 წლით გახანგრძლივდა

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2 წლით 2022 წლის 14 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშრის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ საბჭომ 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის მისიას 44.8 მლნ ევროს ბიუჯეტიც გამოუყო.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის სექტემბერში ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების საფუძველზე, რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის შემდგომ განთავსდა. მის მიზანს წარმოადგენს კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილიზაცია, ნორმალიზება და ნდობის აღდგენა.