„წინ, საქართველო!” – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ვროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას განაგრძობს .
„ვულოცავთ საქართველოს 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნასთან ერთად, საქართველო პატივს მიაგებს მათ ხსოვნასა და თავდადებას, ვინც ამ დღისთვის იღვწოდა. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. წინ, საქართველო!”, – წერია განცხადებაში.