აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, აფგან მუხთარლი მწუხარებას გამოთქვამს ალექსანდრე ლაშქარავას გადრაცვალების გამო და ამბობს, რომ “ეს არის შეტევა ქართულ დემოკრატიასა და გამოხატვის თავისუფლებაზე.”
“ჩვენ ღრმად ვწუხვართ ჟურნალისტის ალექსანდრე ლაშქარავას მკვლელობის გამო. მე მიმაჩნია, რომ ეს მკვლელობა შეტევაა ქართულ დემოკრატიასა და გამოხატვის თავისუფლებაზე. საშინელება იყო ჟურნალისტის მოკვლა ღმერთისა და იესო ქრისტეს სახელით. იესომ თქვა: “გიყვარდეთ ერთმანეთი”.
ისინი, ვინც სიყვარულის ნაცვლად ძალადობას ირჩევენ, არ შეიძლება იყვნენ ქრისტეს მიმდევრები, ვერ იქნებიან. წინასწარმეტყველმა ქრისტემ თქვა: ვინც პირველი დარტყმა მიაყენა ალექსანდრეს და მის ოპერატორს, უდავოდ უდიდესი ცოდვილები არიან ღმერთისა და მისი მსახურეების წინაშე.
ივანიშვილი კარგად იცის ქართველი ხალხის რწმენა ღმერთისა და იესო ქრისტეს მიმართ და სწორედ მან ამ გზით ისარგებლა.. სისხლიან საპროტესტო აქციაზე უფლებადამცველებსა და ჟურნალისტების დამიზნება არის ხელისუფლების მცდელობა, გააჩუმონ საპროტესტო ხმები და გააჩუმონ თავისუფალი მედია.
ივანიშვილის მთავრობა ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის თავისუფლებას. თუ არ შეჩერდება რეჟიმი, რომელიც დღეს დარწმუნებით მიდის დიქტატურის გზას, ხვალ საქართველოში ფეხქვეშ იქნება თავისუფლება, ისევე როგორც აზერბაიჯანშია ახლა. ამ შემთხვევამ იუდა ისკარიოტელი გამახსენა. იუდა იესოს მოწაფე იყო.
როგორც ივანიშვილმა შეაფარა ეკლესიისა და სამღვდელოების ჩრდილი, იუდამაც შეაფარა თავი იესო ქრისტეს. ივანიშვილიც იგი იმავე გზას მიჰყვება, როგორც იუდა. იუდას მსგავსად, ივანიშვილი ყიდის თავისუფლებას და სიყვარულს მთავრობასა და მილიონებს, რომელიც მოპარა ხალხს. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ის ხვალ გაყიდის ეკლესიას, სადაც თავს აფარებდა”. – წერს მუხთარლი.
ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.
ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს „სირცხვილიას” ოფისში მოძალადეების შეჭრისას. როგორც ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს: „ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა”.
ლაშქარავას ოპერაცია ჩაუტარდა, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს, საღამოს, თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. აზერბაიჯანში მას ბრალად წაუყენეს საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა. აფგან მუხთარლი ამბობდა, რომ ის პოლიტპატიმარია და აზერბაიჯანის მთავრობა როგორც ჟურნალისტს დევნიდა. ის ასევე ამბობდა, რომ მისი გატაცების საქმეში მონაწილეობდა როგორც აზერბაიჯანის ისე საქართველოს ხელისუფლება. აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქციები თბილისში მთავრობის კანცელარიასთან იმართებოდა. აზერბაიჯანში მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჟურნალისტი სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს გათავისუფლდა, რის შემდეგაც გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა.