საქართველოში გაიმართება მსოფლიო ტურიზმის დღე და თემა იქნება „მშვიდობა და ტურიზმი“ - პრემიერი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მსოფლიო ტურიზმის დღე 2024 წელს საქართველოში აღინიშნება სლოგანით – „მშვიდობა და ტურიზმი“.

„მსოფლიო ტურიზმის დღე გადაწყდა, რომ აღინიშნება საქართველოში, რაც მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ღირსეულად ვუმასპინძლებთ ძალიან ბევრი ქვეყნის დელეგაციას. შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია, რომ ამ დღის მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი, სიმბოლურია, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა და ქალაქი იქნა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.