1 ივლისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება - სააგენტო

პუბლიკა

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა: აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 33 – 38, მთიან რეგიონებში 31 – 36 გრადუსი.

სააგენტოს ცნობითვე, 24 ივნისიდან 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს.

„მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა“, – ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.