საქართველოში ინფიცირების შემთხვევები 211-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 211-მდე გაიზარდა. მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:
• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 211
• მათ შორის გამოჯანმრთელებული – 50
•  გარდაცვლილი – 3
• კარანტინის რეჟიმში – 4559
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353