საქართველოში კიდევ 2 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა. დაფიქსირდა კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელდა კიდევ 252 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. პაციენტს, 90 წლს კაცს COVID -19-თან ერთად, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია და ტვინის ინფარქტი ჰქონდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. მათივე ინფორმაციით, პაციენტს ანამნეზში პარკინსონის დაავადება აღენიშნებოდა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 8118
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 4244
  • მათ შორის გარდაცვლილი – 50
  • კარანტინის რეჟიმში – 5392
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1100
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41