საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 809 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა კიდევ 11 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 674-ს შეადგენს.
7 ივნისის მონაცემებით:
- კარანტინის რეჟიმში – 3161;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285;
- გარდაცვლილი – 13;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.