საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი. ინფორმაცია ამის შესახებ STOPCOV.GE-ზე  გამოქვეყნდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განხცადებით,  ერთი დადასტურებულის წყარო ლენჯერის კლასტერია, 6-ის წყარო არის დადასტურებულებთან კონტაქტი, ხოლო 4 შემოტანილი შემთხვევაა. მისი თქმით, აქედან ერთი კვლავ სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

განახლებული სტატისტიკური მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1447
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 1190
  • გარდაიცვალა – 19
  • კარანტინის რეჟიმში – 5943
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41