საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 695-მდე გაიზარდა. 

მანამდე ეს რიცხვი 683-ს შეადგენდა, შესაბამისად, ახალი შემთხვევების რაოდენობა 12-ია.

6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ახლა მათი რიცხვი 425-ია.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 695
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 425
  • მათ შორის გარდაცვლილი – 12
  • კარანტინის რეჟიმში – 3822
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 360
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3