დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 2075 Covid-პაციენტი.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 35567;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 16904;
- მათ შორის გარდაცვლილი – 273;
- კარანტინის რეჟიმში – 3324;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2346;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.