საქართველოში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 28431-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განახლებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 604 პაციენტი და საერთო რაოდენობა 10767-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 201-ს შეადგენს.