საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, გარდაიცვალა 22 ადამიანი.
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 51 993;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 37 019;
- მათ შორის გარდაცვლილი – 423;
- კარანტინის რეჟიმში – 3 094;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 618;
- კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 2 438.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
გარდაცვლილები:
„ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8, აჭარაში – 6, იმერეთში – 7, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 423 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 2 775 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
- თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა;
- აჭარაში – 503;
- იმერეთში – 526;
- ქვემო ქართლში – 207;
- შიდა ქართლში – 177;
- გურიაში – 89;
- სამეგრელო – ზემო სვანეთში – 117;
- კახეთში – 36;
- მცხეთა-მთიანეთში – 43;
- სამცხე-ჯავახეთში – 25;
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525.
4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 279, აჭარაში – 734. მძიმე პაციენტი გვყავს 619, მათ შორის, თბილისში – 336, აჭარაში – 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 268 პირი – მათ შორის, თბილისში – 124, აჭარაში – 79. 2 438 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 174 – აჭარაში, ხოლო 841 – თბილისში. 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 094 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 689, აჭარაში-1 353. სულ 6 ოქტომბრიდან – 5 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 12 445 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 31 370 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 146 პირი, აჭარაში – 13 764, იმერეთში – 4 155“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.