საქართველოში კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 2537 კოვიდპაციენტი და გარდაიცვალა 19 ადამიანი.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 46817;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 31170;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 381;
  • კარანტინის რეჟიმში – 3004;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4355;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2428;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.