საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 კი გამონაჯმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 25 ახალი შემთხვევიდან 9 საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება. მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან 1 პაციენტის წყაროა უცნობი.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1621
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1302
- მათ შორის გარდაცვლილი – 19
- კარანტინის რეჟიმში – 6020
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41