საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 2 საკონდიტრო „დონას“ კლასტერია, 5 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. 1 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის კლასტერია , 1 პაციენტი გადმოყვანილია ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთი), 2 შემთხვევა იმპორტირებულია, 13 შემთხვევა ეპიდაფეთქების კერაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1650
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1310
  • მათ შორის გარდაცვლილი – 19
  • კარანტინის რეჟიმში – 6020
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41