საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 729 გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 1 321-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 45 შემთხვევა ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.