საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 295-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- ორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 7093;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3714;
- მათ შორის გარდაცვლილი – 43;
- კარანტინის რეჟიმში – 5392;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1100;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;