საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 6 პაციენტი, 211 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 12 272;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 6 538;
- გარდაცვლილი – 91;
- კარანტინის რეჟიმში – 5 590;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 1 393;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.