საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა. მათივე ინფორმაციით,  გამოჯანმრთელებულების იცხვი 4-ით გაიზარდა და 1092-ს შეადგენს.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 დადასტურებული შემთხვევიდან 2 შემთხვევის წყარო არის დადასტირებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ერთი არის იმპორტირებული, 2 დადასტურებულ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოძიება და წყაროების დადგენა.