საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი ინფიცირებულიდან 5-ვე შემოტანილი შემთხვევაა, მათგან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 838, გარდაცვლილი – 15.

STOPCOV.GE-ს მონაცემებით,

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3903
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მოთავსებულია 202
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3