საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 283 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ათი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 068-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 718 მოქალაქე.