საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები რამდენიმე წუთის წინ StopCov.ge-ზე განახლდა. განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა და 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 10752;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5866;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 72;
  • კარანტინის რეჟიმში – 5574;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1338;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.