საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. განახლებული მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 252 და გარდაცვლილია კიდევ 2 ადამიანი.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 8118
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 4244
  • მათ შორის გარდაცვლილი – 50
  • კარანტინის რეჟიმში – 5392
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1100
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41