საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1830-ია. გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 1334-ია. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 451 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.