საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ ეტაპზე არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 857-ია.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 9-ვე შემთხვევა არის იმპორტირებული, ყველა მათგანის დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5 არის სატვირთო მანქანის მძღოლი.
ამ დროისთვის განაცხლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 995;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 857;
- მათ შორის გარდაცვლილი – 15;
- კარანტინის რეჟიმში – 5001;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 31;