საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 385-მდე გაიზარდა. მონაცემები stopgov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მოკვლევის შედეგად გაირკვევა ინფორმაცია ახალი შემთხვევების ინფიცირების წყაროების შესახებ.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი კი ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 385;
- აქედან, გამოჯანმრთელებული – 84;
- გარდაცვლილი – 3;
- კარანტინის რეჟიმში – 5053;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 527;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.